პოლიტიკა
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრების ჭორვილაში ჩასვლას ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა
FaceBook
ჭორვილაში ჩასულ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებსა და მხარდამჭერებს სოფელში შესვლის საშუალება არ მისცეს.

ადგილობრივებმა მათ გზა სოფლის გადასახვევთან გადაუკეტეს, რასაც სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა. სოფლის მოსახლეობა აქციის მონაწილეების მისამართით კვერცხებსა და ქვებს ისვრის.

„ეს არის ჩვენი ხელისუფლება, რომელიც გვიკრძალავს, მშვიდად გადავაადგილდეთ ჩვენივე ქვეყანაში. ამ წუთებში ისვრიან ქვებს, ეს არის რუსი ოლიგარქის რეჟიმი და დიახ, იმიტომ ვართ აქ ჩამოსულები, რომ აქედან დავიწყებთ მსვლელობას, მივალთ ყველგან და ყველას გავაგებინებთ, რომ ვერ გაარუსებენ ჩვენს ქვეყანას, ქართველებს რუსებით ვერ შეცვლიან“,- ამბობს მიხეილ სააკაშვილის წარმომადგენელი სოფო ჯაფარიძე.

ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული.

პოლიციამ დაპირისპირებამდე ჟურნალისტებს ჭორვილამდე მისასვლელი გზა ჩაუკეტა და პროფესიული მოვალეობის შესრულების უფლებას არ აძლევდა.

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მხარდამჭერები, თბილისში, ევროპის მოედანზე, დილით შეიკრიბნენ და სოფელ ჭორვილას მიმართულებით მსვლელობით დაიძვრნენ.

ისინი აქციის მიზეზად ივანიშვილის არაფორმალური მმართველობის გაპროტესტებას ასახელებენ.


ამავე თემაზე:

ჭორვილა გადაკეტილია - სოფლის ორივე შესასვლელთან პოლიციაა მობილიზებული

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 2024 წლის საპარლამენტო
არჩევნების შედეგებს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებს.
10:05 / 19.11.2024
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებს.
არჩევნების ოფიციალური შედეგების გამოქვეყნებიდან ზუსტად მე-10 დღეს,
25 ნოემბერს, პარლამენტს, ნდობის გამოსაცხადებლად, მთავრობის ახალი
შემადგენლობა წარედგინება.
11:36 / 18.11.2024
არჩევნების ოფიციალური შედეგების გამოქვეყნებიდან ზუსტად მე-10 დღეს, 25 ნოემბერს, პარლამენტს, ნდობის გამოსაცხადებლად, მთავრობის ახალი შემადგენლობა წარედგინება.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.