პოლიტიკა
არის თუ არა საქართველოს ეკონომიკა რუსეთზე ძალიან დამოკიდებული? - პრემიერის პასუხი
FaceBook
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, რუსეთი საქართველოსთვის მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორია, თუმცა არა უმსხვილესი.
ამის შესახებ მან ბრატისლავაში მიმდინარე გლობალური უსაფრთხოების ფორუმზე გამოსვლისას განაცხადა.

ფორუმის მოდერატორის დასმული კითხვის საპასუხოდ, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ საქართველო ალტერნატიული ბაზრების ძიებაშია, რასაც დრო სჭირდება.

ფორუმის მოდერატორის კითხვა საქართველოს პრემიერს: - მინდა რუსეთთან ეკონომიკურ ურთიერთობებზე გკითხოთ. თქვენ განმარტავთ, რატომ არ მიუერთდა საქართველო საერთაშორისო სანქციებს, რადგან ეს დაანგრევდა საქართველოს ეკონომიკას. არ ფიქრობთ, რომ საქართველოს ეკონომიკა ძალიანაა დამოკიდებული რუსეთზე, რომელიც შორდება იმ ქვეყნების ჯგუფს, რომელშიც თქვენ გინდათ გაწევრიანება? ახლა რა მოკლევადიან ნაბიჯებს დგამთ, რუსეთზე დამოკიდებულების შესამცირებლად?

„ევროკავშირი, ვისთანაც მე პირადად მქონდა პატივი მომეწერა ხელი ასოცირების შეთანხმებაზე, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სივრცის შეთანხმებაზე, ეტაპობრივად საქართველოსთვის ერთ-ერთი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ხდება საქართველოსთვის, ამას დრო სჭირდება, რომ ახალი ალტერნატივები და ბაზრები დავინახოთ. მე ვერ ვიტყვი, რომ რუსეთი საქართველოს ყველაზე მსხვილი სავაჭრო პარტნიორია, მნიშვნელოვანია, მაგრამ დიდი არ არის. ჩვენ ევროკავშირისკენ მივდივართ, ვეძებთ ახალ ვარიანტებს", - განაცხადა პრემიერმა.

რუსეთის ფედერაცია საქართველოს რიგით მეორე სავაჭრო პარტნიორი ქვეყანაა. 2023 წლის იანვარ-აპრილში სავაჭრო ბრუნვამ 848 მილიონ დოლარს მიაღწია, რაც წინა წელთან შედარებით 51%-ით მეტია. ამ ზრდის შედეგად, რუსეთმა ჩინეთი ჩამოიტოვა და თურქეთის შემდეგ სავაჭრო პარტნიორთა შორის მეორე ადგილი დაიკავა.

საქსტატის ინფორმაციით, რუსეთიდან იმპორტი 54%-ით, 622 მილიონ დოლარამდე გაიზარდა, ხოლო ექსპორტის მატებამ 45% შეადგინა და მან 226 მილიონ დოლარს მიაღწია. რუსეთში საქართველოს მთავარი საექსპორტო საქონელი კვლავ ღვინოებია, რომლის ექსპორტმაც წელს 52 მილიონი დოლარი შეადგინა.

წყარო: bm.ge
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100
აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
13:22 / 21.11.2024
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100 აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი
გადაუკვალიფიცირდეს.
13:00 / 21.11.2024
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი გადაუკვალიფიცირდეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.