“ნაციონალური მოძრაობის” რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეობისათვის
ქუთაისში, ორი კანდიდატი, ხათუნა არველაძე და კახა გაბუნია იბრძოლებს.
ორივე მათგანი ქალაქის საკრებულოს დეპუტატები არიან და ორივეს
საზოგადოების მხარდაჭერის იმედი აქვს.
"ეს არჩევნები იქნება ერთ-ერთი საჩვენებელი ჩვენი ქვეყნისთვის, თუ
როგორ უნდა წარიმართოს დემოკრატიულად, მიუკერძოებლად და ობიექტურად.
რა თქმა უნდა, მაქვს მოლოდინი რომ გავიმარჯვებ. ზოგადად, არ შეიძლება
კანდიდატი მონაწილეობდეს და ამის მოლოდინი არ ჰქონდეს. გამარჯვების
შემთხვევაში ჩვენი ქვეყნის, ხალხის საკეთილდღეოდ ისევ გავაგრძელებ
წინსვლას, მეტი მობილიზაცია, მეტი კონტაქტები მექნება
საზოგადოებასთან", - ამბობს ხათუნა არველაძე.
გამარჯვების მოლოდინი აქვს კახა გაბუნიასაც, რომლიც თვლის, რომ მას
უფრო დიდი შანსი აქვს, ვიდრე მის კონკურენტს.
„ვარ საბრძოლო შემართებით, მაქვს ჩემი ქალაქის იმედი, რომელმაც ჩემი
ისტორია, შესაძლებლობები, განვლილი ცხოვრება ძალიან კარგად იცის. იცის
რა გამიკეთებია, როგორ მიბრძოლია მისი წინსვლისთვის და მაქვს ამ
ყველაფრის დანახვის იმედი. ვფიქრობ, მოგების შანსი მაქვს უფრო დიდი,
ვიდრე ჩემს კონკურენტს, თუმცა მას ძალიან ვაფასებ, ღირსეული
კონკურენტია", - განმარტავს კახა გაბუნია.
"ნაციონალური მოძრაობის" ქუთაისის ორგანიზაციის თავმჯდომარე ბოლოს
ბესიკ ბრეგაძე იყო, რომელიც ამ დროისთვის ემიგრაციაში
იმყოფება.
შიდაპარტიული არჩევნებისთვის თავმჯდომარეობის მსურველების
კანდიდატების რეგისტრაცია 9 მაისს დასრულდა.
განსაზღვრული გრაფიკით, ყველა რაიონულ ორგანიზაციაში არჩევნები 17-20
მაისს გაიმართება.
მასალის გამოყენების პირობები