დღეს, შუალედური არჩვენები ქუთაისის გარდა, იმერეთის
კიდევ ორ მუნიციპალიტეტში თერჯოლასა და ტყიბულში ტარდება.
თერჯოლაში მერის არჩევნებია, სადაც მხოლდ ერთი კანდიდატურაა
წარმოდგენილი.
აღნიშნულ პოზიციაზე "ქართულმა ოცნებამ" მანუჩარ რობაქიძე
წარადგინა.
მერის პოზიცია ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც მუნიციპალიტეტის
პირველი პირი ლაშა გოგიაშვილი ავარიის შედეგად გარდაიცვალა.
მანუჩარ რობაქიძე სხვადასხვა დროს, იყო მუნიციპალური საკრებულოს
წევრი, კერძო კომპანიებში - „ზესტაფონ გაზსა“ და „სოკარში“ მუშაობდა
სხვადასხვა ხელმძღვანელ თანამდებობაზე. იყო თერჯოლის მუნიციპალიტეტის
ადმინისტრაციული და შესყიდვების სამსახურის უფროსი და ეკავა თერჯოლის
მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის თანამდებობა.
რაც შეეხება ტყიბულს, იქ დღეს საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატს
ირჩევენ.
დღეს შუალედური არჩევნები 10 მუნიციპალიტეტში
მიმდინარეობს.
აღსანიშნავია, რომ ეს პირველი არჩევნებია, სადაც საარჩევნო
ადმინისტრაცია ელექტრონულ ტექნოლოგიებს ფართო მასშტაბით იყენებს.
მასალის გამოყენების პირობები