„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის არჩევნებში ლევან
ხაბეიშვილმა გაიმარჯვა. მან ხმების 52, 58% აიღო.
განცხადება პარტიის ოფისში, ცოტა ხნის წინ, პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ,
კობა ნაყოფიამ გააკეთა.
მისი თქმით, რეგისტრირებულ ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 49 638
ადამიანი იყო, მათგან არჩევნებში მონაწილეობა კი 41 264-მა მიიღო.
კანდიდატებს შორის ხმები ასე გადანაწილდა:
ნონა მამულაშვილი - 3.73%;
ნიკა მელია - 40%;
გიორგი მუმლაძე - 3.68%
ხმის მიცემის პროცედურა 28 იანვარს დაიწყო და დღეს დილით, 10:00
საათზე დასრულდა.
საარჩევნო პროცესი ბლოკჩეინის პრინციპით, ფარულად მიმდინარეობდა.
მასალის გამოყენების პირობები