„ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ თავმჯდომარის არჩევნები მიმდინარეობს.
პარტიის თავმჯდომარეობისთვის ოთხი კანდიდატი: მოქმედი თავმჯდომარე
ნიკა მელია, ლევან ხაბეიშვილი, ნონა მამულაშვილი და გიორგი მუმლაძე
იბრძვიან.
არჩევნებში მონაწილეობის მიზნით რეგისტრირებულთა რიცხვი 49 756
ადამიანს შეადგენს.
ხმის მიცემა, რომელიც ელექტრონული ფორმით ტარდება, ორი დღე
გაგრძელდება.
ამ დროის მონაცემებით, არჩევნების შედეგები 30 იანვარს უნდა
გამოცხადდეს.
მასალის გამოყენების პირობები