ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის,
ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას.
რეზოლუციის მეექვსე შესწორებაში, რომლიც ავტორიცაა ევროდეპუტატი
მირიამ ლექსმანი, აღნიშნულია, რომ „დაუწესდეს პერსონალური საქნციები
ივანიშვილს და ყველა იმ ადამიანს, ვინც პასუხისმგებელია დემოკრატიული
პროცესების გაუარესებაზე“.
„ევროპარლამენტი იმეორებს თავის მოწოდებას საბჭოს და დემოკრატიული
პარტნიორების მიმართ, რომ მიიღონ შესაბამისი ზომები, მათ შორის,
დაუწესონ პერსონალური სანქციები ივანიშვილს და ყველა იმ პირს, ვინც
პასუხისმგებელნი არიან დემოკრატიის გაუარესებაზე“, — ნათქვამია
შესწორებაში, რომელიც ევროპარლამენტმა 275 ხმით, 212-ის წინააღმდეგ
მიიღო.
რეზოლუციის ტექსტში ასევე შევიდა ევროპარლამენტარ მირიამ ლექსმანის
(EPP) და ანა ფოტიგას (კონსერვატორებისა და რეფორმატორების ჯგუფი)
მიერ ინიცირებული შესწორება ბიძინა ივანიშვილის შესაძლო სანქცირების
შესახებ. ცვლილებებით შეშფოთებაა გამოთქმული ვარაუდის გამო, რომ რუსი
ხალხი და სუბიექტები საქართველოს იყენებს სანქციების გვერდის
ასავლელად. შესწორება ევროკავშირის ინსტიტუტებს მოუწოდებს, შეისწავლოს
ეს ბრალდებები და უკრაინის კორუფციის პრევენციის ეროვნული ბიუროს
ცნობები ბიძინა ივანიშვილის რუსეთთან კავშირების შესახებ.
„თუ ბრალდებები დადასტურდება, მოვუწოდებთ პერსონალური სანქციების
დაწესებისკენ ბიძინა ივანიშვილისა და მისი უახლოესი თანამოაზრეების
წინააღმდეგ“, — ნათქვამია შესწორებაში, რომელსაც 352-მა დეპუტატმა
დაუჭირა მხარი, 128-ის წინააღმდეგ.
ამ შესწორებას დღევანდელ სესიაზე მხარი 275-მა დეპუტატმა დაუჭირა.
წინააღმდეგი 212 ევროპარლამენტარი წავიდა. 132-მა კი თავი შეიკავა.
მასალის გამოყენების პირობები