პოლიტიკა
„გთხოვთ, ნუ ეცდებით ამერიკაში მოხვედრას არალეგალური გზით“
FaceBook
კელი დეგნანმა, „ქუთაისიპოსტის“ ოფისში სტუმრობისას, საქართველოდან მოქალაქეების მასიური გადინების შესახებ ჩვენი ჟურნალისტის დასმულ შეკითხვას უპასუხა.
საქართველოში აშშ-ის ელჩმა მოქალაქეებს მოუწოდა, რომ ამერიკაში წასასვლელად ლეგალურ გზას მიმართონ და არ ჩაიგდონ თავი საფრთხეში.

„უმორჩილესად გთხოვთ, ნუ ეცდებით ამერიკაში მოხვედრას არალეგალური გზით, ეს არის ძალიან საშიში და ამავდროულად არაკანონიერი. ამასთანავე, გართმევთ შანს, მეორედ ჩამობრძანდეთ ამერიკაში უკვე ლეგალურად. როდესაც ასეთი გზით შედიხართ ამერიკის შეერთებულ შტატებში, ითვლება რომ იქ იმყოფებით არალეგალურად და ხშირ შემთხვევაში ხდება ამ ადამიანების დეპორტაცია. ვწუხვართ, რომ საქართველოს მოსახლეობას ხშირად არასწორი ინფორმაცია მიეწოდება“- განაცხადა დეგნანმა.

რას უკავშირდება მოქალაქეების მიერ ქვეყნის დატოვება, ეკონომიკური ინდექსის გაუარესებას (რაზეც ხელისუფლებას განსხვავებული მოსაზრება აქვს), თუ პანდემიის პერიოდში საკონსულოში მიღების შეზღუდვას, ამ საკითხთან დაკავშირებით ელჩის მოსაზრება ასეთია.

„პანდემიის გამო ვიზის გაცემა გარკვეული პერიოდი შეფერხებული იყო და ბევრი საქმე დაგროვდა ამ კუთხით. ეს არა მარტო საკონსულოში, არამედ მსოფლიოს მაშტაბითაა. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ სტუდენტებს, ვიზიტორებს, ბიზნესის წარმომადგენლებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, აიღონ ვიზა და გაემგზავრნონ. უბრალოდ ამისათვის მნიშვნელოვანია თადარიგის დაჭერა და უფრო ადრე საბუთების შემოტანა. ვიზის გაცემის პროცესი მიმდინარეობს. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ კოვიდის პერიოდმა გარკვეული შეზღუდვები მოგვიტანა და სწორედ ამან გამოიწვია ინტერვიუების შეფერხება ,თუმცა ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ სიტუაცია გამოსწორდეს. მე ვურჩევ ყველას, ვისაც სურს ამერიკაში მოხვედრა, რომ ყველაფერი გააკეთონ კანონიერი გზით”- განაცხადა კელი დეგნანმა „ქუთაისიპოსტთან“ ინტერვიუში.

ელჩი იმერეთში საქართველო-ამერიკის შეერთებული შტატების დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლის იუბილეს ფარგლებში იმყოფებოდა. ამავე ვიზიტის პერიოდში, დეგნანი „ქუთაისიპოსტსაც“ ეწვია. ის მედიაორგანიზაციის ოფისში "ქუთაისიპოსტის" საქმიანობას გაეცნო. ასევე, ჩვენი სააგენტოს სტუდიაში ჩაწერილ ინტერვიუში ქვეყანაში მიმდინარე მნიშვნელოვან საკითხებზე ისაუბრა. გადაცემის ჩანაწერი "ქუთაისიპოსტის" ვებ-გვერდზე (www. Kutaisipost.ge) უახლოეს პერიოდში განთავსდება.

ავტორი: ქეთი გელაშვილი

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისში მიმდინარე
აქციებზე დაკავებულ პირთაგან თბილისის საქალაქო სასამართლოს 98 პირის
ადმინისტრაციული საქმის მასალები უკვე წარედგინა, რომელთაგან 74 პირის
მიმართ საქმის წარმოება დასრულდა.
10:24 / 02.12.2024

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისში მიმდინარე აქციებზე დაკავებულ პირთაგან თბილისის საქალაქო სასამართლოს 98 პირის ადმინისტრაციული საქმის მასალები უკვე წარედგინა, რომელთაგან 74 პირის მიმართ საქმის წარმოება დასრულდა.

„ქართული ოცნების“ უმრავლესობამ, პარლამენტში, რომლის ლეგიტიმურობასაც
საქართველოს პრეზიდენტი და ოპოზიციური პარტიები არ აღიარებენ,
მთავრობას ნდობა გამოუცხადა და დაამტკიცა.
13:49 / 28.11.2024
„ქართული ოცნების“ უმრავლესობამ, პარლამენტში, რომლის ლეგიტიმურობასაც საქართველოს პრეზიდენტი და ოპოზიციური პარტიები არ აღიარებენ, მთავრობას ნდობა გამოუცხადა და დაამტკიცა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.