აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, რაკეტა, რომელიც
პოლონეთის ტერიტორიაზე ჩამოვარდა და ორი ადამიანი იმსხვერპლა,
ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთიდან გასროლილი ყოფილიყო.
კითხვაზე, იყო თუ არა რაკეტა რუსეთიდან გასროლილი, ბაიდენმა უპასუხა:
„არსებობს წინასწარი ინფორმაცია, რომელიც უარყოფს ამას. არ მინდა ამის
თქმა მანამ, სანამ ბოლომდე არ გამოვიძიებთ, მაგრამ ნაკლებად
სავარაუდოა, მისი ტრაექტორიის გამო, რომ რუსეთიდან იყოს გასროლილი,
მაგრამ ვნახავთ, ვნახავთ“, - აღნიშნა ბაიდენმა.
ჯო ბაიდენმა, პოლონეთში მომხდარი აფეთქების გამო, დღეს დილით „დიდი
შვიდეულის“ ლიდერების საგანგებო შეხვედრა მოიწვია. შეხვედრას
ესწრებოდნენ აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, გაერთიანებული სამეფოს
პრეიერ-მინისტრი, რიში სუნაკი, გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი,
საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი, კანადის პრეზიდენტი, ჯასტინ
ტრუდო და იაპონიის პრემიერი, ფუმიო კიშიდა.
შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ
დერ ლაიენი, ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრი მარკ რუტე, ესპანეთის
პრეზიდენტი, პედრო სანჩესი, იტალიის პრემიერი, ჯორჯია მელონი და
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი.
მასალის გამოყენების პირობები