ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის გარე ელექტროენერგიით მომარაგება
აღდგა,
- ამის შესახებ ინფორმაციას ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო
(IAEA) ავრცელებს.
საინფორმაციო სააგენტო „როიტერსის“ ცნობით, ბირთვული ობიექტის გარე
ელექტროენერგიით მომარაგება ორი დღის შემდეგ აღდგა.
ის ელექტროგადამცემი ქსელიდან გათიშული მას შემდეგ იყო, რაც რუსეთის
იერიშების შედეგად მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზები დაზიანდა.
ბირთვული ავარიის თავიდან აცილების მიზნით, ზაპოროჟიეს
ელექტროსადგურის ირგვლივ ბირთვული უსაფრთხოებისა და უსაფრთხოების
დაცვის ზონის შექმნის შესახებ მოწოდება IAEA-ის გენერალურმა
დირექტორმა, რაფაელ მარიანო გროსიმ კვლავ გაიმეორა.
"ჩვენ მეტი დროის დაკარგვა არ შეგვიძლია. ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ, სანამ
ძალიან გვიან არ იქნება", - აღნიშნა გროსიმ.
შეგახსენებთ, ზაპოროჟიეს ბირთვული ობიექტი ევროპის უდიდესი ატომური
ელექტროსადგურია, რომელსაც რუსული ძალები მარტიდან აკონტროლებენ.
მასალის გამოყენების პირობები