რუსმა ოკუპანტებმა უკრაინაში შეჭრის დაწყების დღიდან 429 ბავშვი
მოკლეს,
- ინფორმაციას უკრაინის გენერალური პროკურატურა ავრცელებს.
„21 ოქტომბრის დილისთვის არსებული ოფიციალური მონაცემებით, დაიღუპა
429 ბავშვი და დაშავდა 817“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
უკრაინის გენერალური პროკურატურის მონაცემებით, ყველაზე მეტი, 417
ბავშვი დონეცკის ოლქში დაზარალდა.
უწყების განმარტებით, ეს მაჩვენებლები არ არის საბოლოო, რადგან
გრძელდება მუშაობა დროებით ოკუპირებულ და გათავისუფლებულ ტერიტორიებზე
აქტიური საომარი მოქმედებების ადგილებზე.
მასალის გამოყენების პირობები