პოლიტიკა
პარტიამ „საქართველოსთვის“ ქუთაისის საკრებულოს წევრი ნინო ჩიკვაშვილი პარტიიდან გარიცხა
FaceBook
პარტია „საქართველოსთვის“ გადაწყვეტილებით, ქუთაისის საკრებულოს წევრი ნინო ჩიკვაშვილი პარტიიდან გაირიცხა.
ამის შესახებ პარტია "საქართველოსთვის" აღმასრულებელმა მდივანმა, ბერდია სიჭინავამ ბრიფინგზე განაცხადა.

„მიუხედავად იმ უმძიმესი ტრაგედიისა, რაც გუშინ დედაქალაქში მოხდა და ფაქტობრივად მთელი ქვეყანა გარდაცვლილ ბავშვს გლოვობს და ამ ტრაგედიის გარშემოა გაერთიანებული, „ქართული ოცნება“ იცლის იმისთვის, რომ უღირსად გააგრძელოს ბრძოლა ჩვენი პოლიტიკური პარტიის წინააღმდეგ მთელი ქვეყნის მასშტაბით.

პარტია „საქართველოსთვის“ გადაწყვეტილებით, ქუთაისის საკრებულოს წევრი ნინო ჩიკვაშვილი გარიცხულია პარტიის რიგებიდან. ნინო ჩიკვაშვილს, რომელიც ქუთაისის საკრებულოს წევრი ჩვენი პარტიის სიით გახდა, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში აქტიურად აშანტაჟებდნენ მის საკუთრებაში არსებული კერძო სკოლების ფინანსური სანქციებით და ზეწოლის სხვადასხვა მექანიზმებით. ნინო ჩიკვაშვილზე ზეწოლა ხორციელდებოდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, შემოსავლების სამსახურისა და ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ", - განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

მისივე განცხადებით, ხელისუფლების მხრიდან იყო შემდეგი შემოთავაზება, რომ ნინო ჩიკვაშვილი უნდა წასულიყო პარტიიდან, ოღონდ დარჩენილიყო საკრებულოში დამოუკიდებელ დეპუტატად.

როგორც ბერდია სიჭინავა აღნიშნავს, სანაცვლოდ „ოცნება“ მას ფინანსური სანქციების საკითხის მოგვარებას, ხოლო ბონუსის სახით დამატებითი შესაძლებლობის არხების გახსნას სთავაზობდა.

„ხელისუფლების მხრიდან პირობა იყო შემდეგი: ის უნდა წასულიყო პარტიიდან, ოღონდ დარჩენილიყო საკრებულოში ფსევდო “დამოუკიდებელ დეპუტატად”. სანაცვლოდ „ოცნება“ მას ფინანსური სანქციების საკითხის მოგვარებას, ხოლო ბონუსის სახით დამატებითი შესაძლებლობის არხების გახსნას სთავაზობდა. ნინო ჩიკვაშვილს რამდენიმე თვის განმავლობაში ჩვენი გუნდი ვთავაზობდით, რომ „ქართული ოცნების“ წნეხისა და ზეწოლის შესახებ მას ღიად, საჯაროდ ესაუბრა და ჩვენი გუნდი მას, ბუნებრივია, მხარში დაუდგებოდა, როგორც ყველა სხვა შემთხვევაში.

თუმცა, საბოლოო ჯამში ჩიკვაშვილმა ვერ გაუძლო „ოცნების“, სუს-ის და შემოსავლების სამსახურის წნეხს და სრულად დაჰყვა მათ მოთხოვნებში. ის ხალხი, ვინც „ოცნებას“ მიჰყიდის სულს, მათგან აიღებს ფულს და იცხოვრებს იმ იმედით, რომ სახელმწიფოს განვითარების დიდ იდეას ანაცვალოს საკუთარი მერკანტილური ინტერესი, ჩვენს გვერდით ვერ იქნება.

საზოგადოება იმაზეც უკვე თანხმდება, რომ დღევანდელმა „ოცნებამ“ სრულად შეითავსა მართვის ის მახინჯი მეთოდები, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებას ბოლო წლებში ახასიათებდა - მათი ეს მსგავსება არამხოლოდ პოლიტიკურ საქმიანობაში, არამედ ადამიანების მიმართ დამოკიდებულებაშიც გამოიხატება. ჩვენი გუნდი პოლიტიკაში ამ სიბინძურის დასამარცხებლად იბრძვის და დავამარცხებთ კიდეც. „ოცნების“ სურვილის მიუხედავად ეს მაინც მოხდება. ამას გავაკეთებთ ჩვენ", - განაცხადა ბერდია სიჭინავამ.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100
აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
13:22 / 21.11.2024
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100 აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი
გადაუკვალიფიცირდეს.
13:00 / 21.11.2024
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი გადაუკვალიფიცირდეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.