საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით სახალხო განხილვა დღეიდან
დაიწყო.
საქმე ეხება გენერალური პროკურორის არჩევის წესში შესატან ცვლილებას.
პარლამენტში აღნიშნული ინიციატივა „ქართულმა ოცნებამ“ შეიტანა. ისინი
აცხადებენ, რომ მიუხედავად იმისა, რომ რიგი საკითხები სამართლებრივად
თანხვედრაში არ არის, მზად არიან კანონპროექტზე იმუშაონ, რადგან
აღნიშნული საკითხი ევროკომისიის 12-პუნქტიან რეკომენდაციების
შესასრულებლად ერთ-ერთი მნიშვნელოვანია.
გენერალური პროკურორის არჩევის წესში ცვლილების შეტანის საკითხზე
მსჯელობა პარლამენტში რამდენიმე წუთში დაიწყება. შეხვედრას „ქართული
ოცნების“ დეპუტატები, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების
წარმომადგენლები დაესწრებიან. ჯერჯერობით ოპოზიციონერი დეპუტატები
პარლამენტში, განხილვაში მონაწილეობის მისაღებად არ იმყოფებიან.
ამასთან, 18:00 საათზე ამ საკითხზე მსჯელობა ქუთაისში გაგრძელდება და
განხილვაში „გირჩი“ ჩაერთვება.
მასალის გამოყენების პირობები