საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გაეროს გენერალური
ასამბლეის 77-ე სესიის მონაწილეებს სიტყვით 22 სექტემბერს მიმართავს.
გაეროს გენერალური ასამბლეის 77-ე სესიის გენერალური დებატები 21
სექტემბერს გაიხსნა.
პრემიერის პრესსამსახურის ცნობით, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გუშინ
გაეროს 77-ე სესიის გენერალურ დებატებზე ამერიკის შეერთებული შტატების
პრეზიდენტის ჯოზეფ ბაიდენის სიტყვით გამოსვლას დაესწრო. მთავრობის
მეთაური ჯოზეფ ბაიდენის სიტყვით გამოსვლაზე დელეგაციასთან ერთად
იმყოფებოდა.
საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი
ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობს, საგარეო საქმეთა მინისტრი ილია
დარჩიაშვილი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი და
მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე არიან.
მასალის გამოყენების პირობები