ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა და CRRC-საქართველოს მიერ დღეს
გამოქვეყნებული კვლევის თანახმად,
ევროკავშირის წევრობის მხარდაჭერაში მცირედი ვარდნის მიუხედავად,
საქართველოს მოსახლეობა კვლავ ევროპული და ევრო-ატლანტიკური კურსის
ერთგულია.
როგორც ორგანიზაციის კვლევაშია აღნიშნული, გამოკითხული მოსახლეობის 75
პროცენტი მხარს უჭერს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებას, ხოლო
გაწევრიანებაში მთავარ ხელშემშლელ ფაქტორად საქართველოს მთავრობის
მხრიდან პოლიტიკური ნების ნაკლებობას ასახელებს (25 პროცენტი).
აღნიშნული ანგარიში 14 ივლისიდან - 15 აგვისტომდე ქვეყნის მასშტაბით
ჩატარებულ, საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის წარმომადგენლობით
პირისპირ გამოკითხვის შედეგებს ემყარება (ოკუპირებული ტერიტორიების
გამოკლებით). აგვისტოში ჩატარებული გამოკითხვა სულ 2,104 დასრულებულ
ინტერვიუს მოიცავს. საშუალო ცდომილების ზღვარი კვლევაში +/- 2
პროცენტია.
მასალის გამოყენების პირობები