დღეს ბრიუსელში საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მეშვიდე
სხდომა გაიმართება.
ევროკავშირის საბჭოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად,
შეხვედრა საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის
თავმჯდომარეობით გაიმართება.
ამასთან, ევროკავშირის დელეგაციას ბლოკის უმაღლესი წარმომადგენელი
საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელი
უხელმძღვანელებს.
„ასოცირების საბჭო განიხილავს საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებს,
მისი ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადის ფონზე, ფოკუსირებული
იქნება პოლიტიკურ დიალოგსა და რეფორმებზე, ეკონომიკურ და სექტორულ
თანამშრომლობაზე, ვაჭრობასთან და ვაჭრობასთან დაკავშირებულ საკითხებსა
და კონფლიქტების მშვიდობიან გადაწყვეტაზე.
ევროკავშირისა და საქართველოს წარმომადგენლები გაცვლიან მოსაზრებებს
საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკაზე, განსაკუთრებით რეგიონულ
საკითხებზე“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
მასალის გამოყენების პირობები