კანადის საგარეო საქმეთა მინისტრმა მელანი ჯოლიმ განაცხადა, რომ
ქვეყანა რუსეთის უკრაინაში უკანონოდ შეჭრის საპასუხოდ,
მორიგი სანქციების დაწესებას აპირებს.
აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია უკრაინულ მედიაში ვრცელდება.
"ახალი სანქციები სახმელეთო და მილსადენებით ტრანსპორტირებაზე,
ლითონებისა და ტრანსპორტის, კომპიუტერული, ელექტრონული და ელექტრო
მოწყობილობების, აგრეთვე მანქანების წარმოებაზე გავრცელდება", -
ნათქვამია განცხადებაში.
მედიის ცნობით, კანადის მიერ, რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული
შეზღუდვები ასევე მოიცავს ნავთობის, ბუნებრივი აირისა და ქიმიურ
სექტორებს.
მასალის გამოყენების პირობები