პოლიტიკა
დღეს მადრიდში ნატო-ს სამიტი იწყება
FaceBook
დღეს ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში ნატო-ს სამდღიანი სამიტი იწყება. ნატო-ს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში აღნიშნულია,
რომ ალიანსის ლიდერები შეიკრიბებიან, რათა განიხილონ უსაფრთხოების ყველაზე აქტუალური საკითხები და დაამტკიცონ ნატო-ს ახალი სტრატეგიული კონცეფცია.

„მადრიდის სამიტი განსაზღვრავს ნატო-ს სტრატეგიულ მიმართულებას მომდევნო ათწლეულისთვის და შემდგომში, რაც უზრუნველყოფს ალიანსის ადაპტირებას ცვალებად მსოფლიოსთან და მილიარდი ადამიანის უსაფრთხოების დაცვას,“ - ნათქვამია ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, სამიტის დღის წესრიგი, სხვა საკითხებთან ერთად მოიცავს იმის განხილვას, თუ როგორ იმოქმედა უკრაინაში რუსეთის სასტიკმა და არაპროვოცირებულმა შეჭრამ და ევროპაში უსაფრთხოების ახალმა რეალობამ ნატოს შეკავებისა და თავდაცვის მიდგომაზე.

სამიტს ნატო-ს წევრი ქვეყნების ლიდერების გარდა, მნიშვნელოვანი პარტნიორი ქვეყნების ლიდერებიც დაესწრებიან.

ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა გუშინ, სამიტის შესახებ საუბრისას განაცხადა, რომ ალიანსი პარტნიორებისთვის, მათ შორის საქართველოსთვის, მხარდაჭერის ახალ პაკეტებს მიიღებს.

„ჩვენ გავაღრმავებთ თანამშრომლობას ნატო-ს უახლოეს პარტნიორებთან, მივიღებთ მხარდაჭერის ახალ პაკეტებს ჩვენი პარტნიორებისთვის, საქართველოს, ბოსნია-ჰერცეგოვინასა და მოლდოვის რესპუბლიკისთვის," - აღნიშნა სტოლტენბერგმა.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
24 ნოემბრიდან, საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილში, ამინდი
გაუარესდება.
14:59 / 23.11.2024
24 ნოემბრიდან, საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილში, ამინდი გაუარესდება.
თურქეთის ტერიტორიაზე მოსალოდნელი ქარიშხლისა და ძლიერი შტორმის გამო,
ავიარეისები გაუქმდა.
14:26 / 23.11.2024
თურქეთის ტერიტორიაზე მოსალოდნელი ქარიშხლისა და ძლიერი შტორმის გამო, ავიარეისები გაუქმდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.