დიდი შვიდეულის“ ლიდერები შეშფოთებულები არიან მოსალოდნელი
ეკონომიკური კრიზისით, რადგან ზრდა შენელებულია და ინფლაცია იზრდება,
- Reuters-ის ინფორმაციით, ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ
შოლცმა “დიდი შვიდეულის“ გერმანიაში მიმდინარე სამიტზე განაცხადა.
„ყველა წევრი შეშფოთებულია იმ გლობალური კრიზისით, რომელსაც
ვუპირისპირდებით - ზოგიერთ ქვეყანაში ეკონომიკური ზრდის ტემპის
დაცემა, ინფლაციის ზრდა, ნედლეულის დეფიციტი, მიწოდების შეფერხება -
ეს არ არის პატარა გამოწვევები“, - აღნიშნა შოლცმა.
„დიდი შვიდეულის“ სამდღიანი სამიტი 26 ივნისს გერმანიაში,
ბავარიის ალპებში, გარმიშ-პარტენკირხენის რაიონში მდებარე ელმაუს
ციხესიმაგრეში გაიხსნა.
interpressnews
მასალის გამოყენების პირობები