უკრაინის ვიცე-პრემიერის, ირინა ვერეშჩუკის ინფორმაციით, რუსეთს
1500-ზე მეტი უკრაინელი მშვიდობიანი მოქალაქე ტყვედ ჰყავს აყვანილი.
ვერეშუკის თქმით, რუსეთის მიერ დატყვევებული უკრაინელები რუსეთში,
როსტოვსა და კურსკში, საპყრობილეებში იმყოფებიან.
“1500-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე რუსეთის ციხეებშია. ისინი არიან
როსტოვსა და კურსკში. ისინი საპყრობილეში არიან, როგორც ომის ტყვეები,
თუმცა ომის ტყვეები არ უნდა იყვნენ, ისინი უნდა გათავისუფლდნენ", -
განაცხადა ვერეშუკმა.
უკრაინაში 118 დღეა ომია.
რუსეთი სუვერენულ უკრაინას თავს 24 თებერვალს დაესხა. რუსულმა არმიამ
მოკლა ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე, მიწასთან გაასწორა ქალაქები და
დასახლებული პუნქტები.
მასალის გამოყენების პირობები