პოლიტიკა
"თუ არ მივიღებთ კანდიდატის სტატუსს ეს არ იქნება მთავრობის პასუხისმგებლობა"
FaceBook
თუ საქართველო არ მიიღებს კანდიდატის
სტატუსს ეს არ იქნება მთავრობის პასუხისმგებლობა _
ამის შესახებ პრემიერ_მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. 

"გამოდიან და ამბობენ: თუ არ მივიღებთ კანდიდატის სტატუსს, ეს იქნება მთავრობის პასუხისმგებლობაო. არავითარ შემთხვევაში, მეგობრებო! მთავრობამ გააკეთა მაქსიმუმი, დანარჩენი არის სამუშაო პროცესი",- განაცხადა ღარიბაშვილმა. 

როგორც მან აღნიშნა, თუ ბოლო 30 წლის განმავლობაში ევროპასთან ინტეგრაციის კუთხით ვინმეს რაიმე გაუკეთებია, ეს „ქართული ოცნებაა“, რისი კულმინაციაც 3 მარტს ევროკავშირის წევრობაზე შეტანილი განაცხადი იყო.

„თუ ვინმეს ბოლო 30 წლის განმავლობაში ევროპასთან ინტეგრაციის კუთხით რაიმე გაუკეთებია, ეს არის „ქართული ოცნება“, იქნებოდა ეს ასოცირების ხელშეკრულება, თავისუფალი ვაჭრობა თუ უვიზო რეჟიმი, ამის კულმინაცია იყო 3 მარტს ჩვენს მიერ შეტანილი განაცხადი ევროკავშირის წევრობაზე.

მანამდე, არაფერი ევროპული ქვეყანაში არ ხდებოდა, ეს იყო დიქტატორული რეჟიმის გამყარება ქვეყანაში. ჩვენმა პარტიამ კონსტიტუციაში ჩავწერეთ, რომ საგარეო პოლიტიკური კურსი არის ევროატლანტიკური, ჩვენ ევროკავშირთან და ბრიუსელთან შევთანხმდით, ასოცირების ხელშეკრულებაში ჩავწერეთ ყველა რეფორმა, რომელიც მთავრობამ უნდა გააგრძელოს.

ვალდებულება, რომელიც აღებული გვაქვს დემოკრატიული რეფორმების გაგრძელების, ყველაფერს ვაგრძელებთ და მივიყვანთ ბოლომდე. იდეალური არცერთი ქვეყანა არ არის, მათ შორის არცერთი ევროპული სახელმწიფო არ არის იდეალური.

პროგრესი, რომელსაც ჩვენ მივაღწიეთ არის როგორც შავი და თეთრი, ასეთი მკვეთრი განსხვავებაა, თუ რა ჩავიბარეთ და რა შედეგი დავდეთ ამ 9 წლის განმავლობაში“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 2024 წლის საპარლამენტო
არჩევნების შედეგებს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებს.
10:05 / 19.11.2024
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებს.
არჩევნების ოფიციალური შედეგების გამოქვეყნებიდან ზუსტად მე-10 დღეს,
25 ნოემბერს, პარლამენტს, ნდობის გამოსაცხადებლად, მთავრობის ახალი
შემადგენლობა წარედგინება.
11:36 / 18.11.2024
არჩევნების ოფიციალური შედეგების გამოქვეყნებიდან ზუსტად მე-10 დღეს, 25 ნოემბერს, პარლამენტს, ნდობის გამოსაცხადებლად, მთავრობის ახალი შემადგენლობა წარედგინება.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.