რუსეთმა, 24 თებერვლიდან დღემდე, უკრაინის წინააღმდეგ 1 300-ზე მეტი
რაკეტა გამოიყენა, - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის
მინისტრის მოადგილემ ანა მალიარიმ განმარტა.
„ჩვენი მონაცემებით, მათი რეზერვები უკვე განახევრებულია მას
შემდეგ, რაც ისინი აქტიურად იყენებენ რაკეტებს 24 თებერვლიდან. უკვე
გამოყენებულია 1000-ზე მეტი რაკეტა. უფრო ზუსტად, 1300-ზე მეტი
რაკეტა", - აღნიშნა მალიარმა.
მისი თქმით, საუბარია საჰაერო, საზღვაო და სახმელეთო რაკეტებზე.
უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა, რომ რუსეთი
ამჟამად განიხილავს ბევრ სცენარს, სახმელეთო ძალების,
თვითმფრინავებისა და სარაკეტო დარტყმების ტრადიციული გამოყენების
გარდა.
„კერძოდ, ეს ეხება ქიმიური ან ბირთვული იარაღის გამოყენებას, რაც არის
აშკარა შანტაჟი და მთელი მსოფლიოს დაშინება,“- აღნიშნა ანა
მალიარმა.
მტრის მთლიანი საბრძოლო დანაკარგები ომის დაწყებიდან 26 აპრილის
ჩათვლით ასეთია.
უკრაინაში 63 დღეა ომია.
რუსეთი სუვერენულ უკრაინას თავს 24 თებერვალს დაესხა. რუსულმა არმიამ
მოკლა ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე, მიწასთან გაასწორა ქალაქები და
დასახლებული პუნქტები.
უკრაინამ დაიბრუნა რუსების მიერ ოკუპირებული 900-ზე მეტი დასახლებული
პუნქტი.
მასალის გამოყენების პირობები