პოლიტიკა
ჯო ბაიდენი უკრაინას დამატებით 800 მილიონიან სამხედრო დახმარებას გადასცემს
FaceBook
ამერიკის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი უკრაინას დამატებით კიდევ 800 მილიონი აშშ დოლარის სამხედრო დახმარებას გადასცემს.
ამის შესახებ ბაიდენმა 21 აპილს თეთრ სახლში განაცხადა. 

მისი თქმით, 800-მილიონიანი სამხედრო დახმარების ახალი პაკეტის მიზანია კიდევ უფრო გაძლიერდეს "უკრაინის აღმოსავლეთში, დონბასის რეგიონში ბრძოლისუნარიანობა". მან ასევე დასძინა, რომ ახალი პაკეტი მოიცავს მძიმე არტილერიას და თვითმფრინავებს, ასევე საბრძოლო მასალას.

აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, რუსეთმა კამპანია მიმართა აღმოსავლეთ უკრაინაში ახალი ტერიტორიების ხელში ჩაგდებაზე და ამერიკის მთავრობის ადმინისტრაცია მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად რამდენადაც შესაძლებელია სწრაფად მოქმედებს იმისთვის, რომ უკრაინას გადაეცეს იარაღი, რომელიც მას ესაჭიროება.

პრეზიდენტმა ასევე ისაუბრა დამატებით ეკონომიკურ დახმარებაზე უკრაინისთვის. ჯო ბაიდენის განმარტებით, გარდა იმისა, რომ აშშ გააძლიერებს უკრაინის წინააღმდეგობას ბრძოლის ველზე, ასევე იქნება მხარდაჭერა უკრაინელი ხალხის მიმართ.

“ჩვენ ვაპირებთ დამატებით 500 მილიონი აშშ დოლარის გამოყოფას პირდაპირი ეკონომიკური დახმარებისთვის“ , - განაცხადა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა.

უკრაინაში 58 დღეა ომია.

რუსეთი სუვერენულ უკრაინას თავს 24 თებერვალს დაესხა. რუსულმა არმიამ მოკლა ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე, მიწასთან გაასწორა ქალაქები და დასახლებული პუნქტები.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
24 ნოემბრიდან, საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილში, ამინდი
გაუარესდება.
14:59 / 23.11.2024
24 ნოემბრიდან, საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილში, ამინდი გაუარესდება.
თურქეთის ტერიტორიაზე მოსალოდნელი ქარიშხლისა და ძლიერი შტორმის გამო,
ავიარეისები გაუქმდა.
14:26 / 23.11.2024
თურქეთის ტერიტორიაზე მოსალოდნელი ქარიშხლისა და ძლიერი შტორმის გამო, ავიარეისები გაუქმდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.