უკრაინა აშშ-სგან დახმარების ახალ პაკეტს "ძალიან მოკლე დროში"
მიიღებს.
ამის შესახებ თეთრი სახლის პრესსპიკერმა, ჯენ ფსაკმა CNN-თან
განაცხადა.
ჯენ ფსაკის თქმით,რუსეთის მიერ კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტის
გამოცდა არ ცვლის თეთრი სახლის პოზიციას უკრაინის დახმარების
საკითხზე.
"აშშ გააგრძელებს როგორც სამხედრო, ასევე უსაფრთხოებისთვის
განკუთვნილ დახმარება", - აღნიშნა ფსაკმა.
განცხადების გავრცელებამდე CNN წერდა, რომ აშშ უკრაინისთვის კიდევ
$800 მლნ-ის სამხედრო დახმარების პაკეტს ამზადებს.
უკრაინაში 57 დღეა ომია.
რუსეთი სუვერენულ უკრაინას თავს 24 თებერვალს დაესხა. რუსულმა არმიამ
მოკლა ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე, მიწასთან გაასწორა ქალაქები და
დასახლებული პუნქტები. ქვეყნის ჩრდილოეთით უკრაინელებმა განდევნეს
რუსი ოკუპანტები დაკავებული ტერიტორიებიდან.
მასალის გამოყენების პირობები