საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ბრალდების სისხლის
სამართლის საქმეზე, რომელიც საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო
კვეთას ეხება,
სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება.
სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 12:00 საათზე გაიმართება.
პროცესს მიხეილ სააკაშვილი დაესწრება.
სხდომაზე ბრალდების მხარის მტკიცებულებებს გამოიკვლევენ.
შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონო კვეთის
ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება პირველ ოქტომბერს დაიწყო.
აღნიშნული საქმის ფარგლებში ბრალდება კიდევ 4 პირს - ელგუჯა ცომაიას,
ზურაბ და შალვა წოწორიებსა და გიორგი ნარიმანიძეს აქვთ წაყენებული და
ის ცალკე წარმოებად მიმდინარეობს. მათ აღკვეთის ღონისძიების სახით
შეფარდებული პატიმრობა გირაოს სანაცვლოდ შეეცვალათ.
მასალის გამოყენების პირობები