ომის დაწყების შემდეგ, უკრაინიდან საქართველოში ჩამოსული 590
მოსწავლე საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში
ჩაირიცხა.
მათ შორის 140 მოსწავლე - სსიპ მიხეილ გრუშევსკის სახელობის თბილისის
N41 საჯარო სკოლის უკრაინულ სექტორზე ჩაირიცხა.
ამასთან, ჩარიცხული მოსწავლეების გადანაწილება რეგიონულ ჭრილში
ასეთია; აჭარა - 213; გურია - 4 ; თბილისი - 284; იმერეთი - 23;
კახეთი - 6; რაჭა-ლეჩხუმი - 1; სამეგრელო-ზემო სვანეთი - 12;
სამცხე-ჯავახეთი - 9; ქვემო ქართლი - 31; შიდა ქართლი - 7.
უკრაინაში 51-ე დღეა ომია.
რუსეთი სუვერენულ უკრაინას თავს 24 თებერვალს დაესხა. უკრაინაში
განადგურებულია ინფრასტრუქტურის მნიშვნელოვანი ნაწილი. რუსი
ჯარისკაცები მოსახლეობას განსაკუთრებული სისასტიკით უსწორდებიან.
უკრაინული მხარის ინფორმაციით, მხოლოდ ბუჩაში, რომელიც ოკუპანტების
ალყაში იყო, 400-ზე მეტი ადამიანის ცხედარი იპოვეს. მათი უმრავლესობა
დახვრეტილია ან წამებით არის მოკლული. რუსმა სამხედროებმა
გააუპატიურეს ქალები და ბავშვები.
უკრაინა რუსეთის არმიის ქმედებებს "გენოციდს" უწოდებს.
მასალის გამოყენების პირობები