უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, ბოლო 12 საათის განმავლობაში
რუსი ოკუპანტები ცდილობენ დაასრულონ დანაყოფების
გადაჯგუფება და გადატანა რუსეთის ფედერაციის ბელგოროდისა და ვორონეჟის
რეგიონებში, ასევე საჰაერო და ძალების გადაადგილება
აეროდრომებზე უკრაინის აღმოსავლეთ საზღვრების სიახლოვეს.
გენშტაბის ცნობით, რუსი ოკუპანტები, უგულებელყოფენ საერთაშორისო
ჰუმანიტარული სამართლის ნორმებს, აგრძელებენ ტექნიკისა და ცოცხალი
ძალის უშუალოდ საცხოვრებლებში განთავსების ტაქტიკას.
ზაპოროჟიასა და ხერსონის ოლქების დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე
ოკუპანტები საამისოდ იყენებენ სასოფლო-სამეურნეო საწარმოების,
ენერგეტიკულ და სოციალური ინფრასტრუქტურის ობიექტებს და დასახლებების
ცენტრალურ უბნებს. დაფიქსირდა მოწინააღმდეგის სამოქალაქო ტანსაცმლით
ბრძოლის შემთხვევები.
გენშტაბში ვარაუდობენ, რომ მომავალში მტერი შეეცდება აიღოს კონტროლი
ქალაქ მარიუპოლზე, დაიპყროს პოპასნა და დაიწყოს შეტევა კურახოვეს
მიმართულებით, რათა მიაღწიოს დონეცკის ოლქის ადმინისტრაციულ
საზღვრებს.
ოკუპანტების მხრიდან სარაკეტო იარაღის გამოყენების საფრთხე რჩება.
დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონებში უკრაინელმა ჯარისკაცებმა მოიგერიეს
მტრის ექვსი შეტევა, გაანადგურეს ოთხი ტანკი, ხუთი ჯავშანტექნიკა,
ოცდაექვსი მანქანა და მტრის რვა საარტილერიო სისტემა.
უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებმა წინა დღეს 7 საჰაერო
სამიზნეს დაარტყეს: ერთი თვითმფრინავი, ორი ვერტმფრენი და ოთხი
უპილოტო საფრენი აპარატი განადგურდა.
მტრის სრული საბრძოლო დანაკარგები ომის დაწყებიდან დღემდე
ასეთია:
პერსონალი დაახლოებით 19600 ადამიანი;
ტანკები ‒ 732 ;
საბრძოლო ჯავშანმანქანები ‒ 1946;
საარტილერიო სისტემები - 349 ერთეული;
ჰაერსაწინააღმდეგო საბრძოლო სისტემები - 63;
თვითმფრინავი - 157 ;
ვერტმფრენები - 140;
მანქანის აღჭურვილობა - 1406 ;
გემი - 7;
საწვავის ავზები - 76;
სპეციალური აღჭურვილობა - 25.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რუსებმა ე.წ.
სპეცოპერაციის ფარგლებში 48 დღის განმავლობაში ჩამოაგდეს
უკრაინის საჰაერო ძალების130 თვითმფრინავი და 99 ვერტმფრენი, 243
ჰაერსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემა, 441 უპილოტო საჰაერო მანქანა, 2
132 ტანკი და სხვა ჯავშანმანქანა, 241 მრავალჯერადი გამშვები სარაკეტო
სისტემა, 913 საველე არტილერია.
უკრაინაში 48 დღეა ომია. რუსეთის ფედერაცია სუვერენული უკრაინის
ტერიტორიაზე 24 თებერვალს შეიჭრა.
მასალის გამოყენების პირობები