უკრაინის ქალაქ მარიუპოლის მერის განცხადებით, ომის დაწყების შემდეგ,
ქალაქში არანაკლებ 10 000 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.
ამის შესახებ ვადიმ ბოიჩენკომ სააგენტო Associated Press-თან
ისაუბრა.
მისივე თქმით, ქალაქში ამ დრომდე რჩება დაახლოებით 120 000 ადამიანი,
რომელთაც საკვები, წყალი და
მედიკამენტები ესაჭიროებათ.
ამასთან, ბოიჩენკო აცხადებს, რომ მიიღო ინფორმაცია, რომლის
თანახმადაც, საოკუპაციო ძალებს ცხედრები სავაჭრო ცენტრში გადააქვთ,
სადაც მაცივრებია. მან ასევე ისაუბრა მობილურ კრემატორიუმებზე.
უკრაინაში ომის 48-ე დღეა.
უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომი რუსეთმა 24 თებერვალს დაიწყო. ამ
დროის შემდეგ იბომბება არა მხოლოდ სამხედრო ობიექტები, არამედ
სამშობიაროები, საავადმყოფოები, საბავშვო ბაღები და მშვიდობიანი
მოსახლეობის საცხოვრებელი სახლები. ქალაქ ბუჩადან რუსული სამხედრო
ძალების გასვლის შემდეგ უკრაინულმა მხარემ აღმოაჩინა ასობით ნაწამები
და დახვრეტილი მშვიდობიანი მოქალაქის ცხედარი. ამ ომში 170-ზე მეტი
ბავშვია მოკლული
მასალის გამოყენების პირობები