უკრაინის პრემიერ-მინისტრის მოადგილის, ირინა ვერეშჩუკის ინფორმაციით,
მშვიდობიანი მოსახლეობის გამოსყვანად 10 ჰუმანიტარული დერეფანია
დაგეგმილი.
მოქალაქეების გაყვანა დონეცკის, ლუჰანსკისა და ზაპორიჟიეს
რეგიონებიდან უნდა მოხდეს.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში
მშვიდობიანი ევაკუაციის შედეგად მარიუპოლიდან და ბერდიანსკიდან
3 256 ადამიანის, ხოლო ლისიჩანსკიდან, სევეროდონეცკიდან, რუბიჟნედან
და კრემინადან კი 1 420 ადამიანი გაიყვანეს.
უკრაინაში 44 დღეა ომია.
რუსეთი სუვერენულ უკრაინას თავს 24 თებერვალს დაესხა. უკრაინაში
განადგურებულია ინფრასტრუქტურის მნიშვნელოვანი ნაწილი. რუსი
ჯარისკაცები მოსახლეობას განსაკუთრებული სისასტიკით უსწორდებიან.
უკრაინული მხარის ინფორმაციით, მხოლოდ ბუჩაში, რომელიც ოკუპანტების
ალყაში იყო, დაუზუსტებელი მონაცემებით, 400-ზე მეტი ადამიანის
ცხედარი იპოვეს. მათი უმრავლესობა დახვრეტილია ან წამებით არის
მოკლული. რუსმა სამხედროებმა გააუპატიურეს ქალები და ბავშვები.
უკრაინა რუსეთის არმიის ქმედებებს "გენოციდს" უწოდებს.
მასალის გამოყენების პირობები