მარიუპოლში 160 000-ზე მეტ ადამიანს არ აქვს შუქი, კომუნიკაციები,
წვდომა მედიკამენტებზე, სითბოსა და წყალზე - ამის შესახებ
ინფორმაციას გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტრო დაზვერვაზე
დაყრდნობით ავრცელებს.
"მარიუპოლში ჰუმანიტარული მდგომარეობა უარესდება. 160 000-ზე მეტ
ადამიანს არ აქვს შუქი, კომუნიკაციები, წვდომა მედიკამენტებზე,
სითბოსა და წყალზე. რუსული ჯარები ბლოკავენ ჰუმანიტარულ დახმარებას,
რათა აიძულონ დამცველები დანებდნენ", -
ნათქვამია განცხადებაში.
მტერი მარიუპოლის დამორჩილებას ომის დაწყების დღიდნავე
ცდილობს.
რუსული ჯარები ცდილობენ სრულად აკონტროლონ უკრაინის ტერიტორია
სამხრეთ-აღმოსავლეთში, რათა უზრუნველყონ სახმელეთო დერეფანი ORDLO-დან
ოკუპირებულ ყირიმამდე.
უკრაინაში 42 დღეა ომია.
რუსეთი სუვერენულ უკრაინას თავს 24 თებერვალს დაესხა. უკრაინაში
განადგურებულია ინფრასტრუქტურის მნიშვნელოვანი ნაწილი, დაღუპულია 7
ათასზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე. რუსი ჯარისკაცები მოსახლეობას
განსაკუთრებული სისასტიკით უსწორდებიან. უკრაინული მხარის
ინფორმაციით, მხოლოდ ბუჩაში, რომელიც ოკუპანტების ალყაში იყო, 300-ზე
მეტი ადამიანის ცხედარი იპოვეს. მათი უმრავლესობა დახვრეტილია ან
წამებით არის მოკლული. რუსმა სამხედროებმა გააუპატიურეს ქალები და
ბავშვები.
უკრაინა რუსეთის არმიის ქმედებებს "გენოციდს" უწოდებს.
მასალის გამოყენების პირობები