78 წლის უკრაინმა ბაბუამ რუსული „გრადი“ გაანადგურა.
ინფორმაციას უკრაინის ტერიტორიული თავდაცვის შტაბი ავრცელებს.
მათი ცნობით, 78 წლის ვასილს ძალიან უნდოდა უკრაინის ტერიტორიულ
დაცვაში გაწევრიანება, მაგრამ ასაკის გამო არ წაიყვანეს.
იგი ერთ-ერთი საბრძოლო შეტაკების დროს მივიდა საგუშაგოზე და მოლოტოვის
კოქტეილით გაანადგურა დამპყრობლების "გრადი".
"გრადი" არის საბჭოთა სატვირთო მანქანაზე დამონტაჟებული 122 მმ
მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები ზალპური ცეცხლის სისტემა. რუსები
გრადებით მშვიდობიან უკრაინელ მოსახლეობას ბომბავენ.
უკრაინაში 40 დღეა ომია.
რუსეთი სუვერენულ უკრაინას თავს 24 თებერვალს დაესხა. უკრაინის
ინფორმაციით, სრულმასშტაბიანი ომის შედეგად, 7 ათასამდე სამოქალაქო
პირია დაღუპული. განადგურებულია შენობების დიდი ნაწილი.
უკრაინული მხარე რუსეთის არმიის ქმედებებს "გენოციდად"
მოიხსენიებს.
მასალის გამოყენების პირობები