დავით ზალკალიანი, რომელიც საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტს იკავებდა,
აშშ-ში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად დაინიშნა.
საგარეო საქმეთა მინისტრად კი, მთავრობის
ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი, ილია დარჩიაშვილი
გადაიყვანეს.
ამის შესახებ განცხადება საქართველოს
პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში
გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„პირველ რიგში, მინდა, ბატონ დავითს დიდი მადლობა გადავუხადო გაწეული
საქმიანობისთვის. მას აქვს უზარმაზარი გამოცდილება, 30 წელია,
ემსახურება ჩვენს ქვეყანას, საგარეო საქმეთა სამინისტროს, სხვადასხვა
თანამდებობაზე. ამ 30 წლის განმავლობაში, პრაქტიკულად, ყველა
მნიშვნელოვან გადაწყვეტილებაში აქვს მონაწილეობა მიღებული“, - აღნიშნა
პრემიერმა.
მისივე თქმით, საქართველოსთვის აშშ ყველაზე მნიშვნელოვანი სტრატეგიული
პარტნიორია.
მასალის გამოყენების პირობები