უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დიმიტრი კულებამ საერთაშორისო
სისხლის სამართლის სასამართლოს მისიას მოუწოდა ჩავიდნენ ბუჩაში
მტკიცებულებების შესაგროვებლად.
ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბრიტანული
რადიო Times UK-ის ეთერში განაცხადა.
მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს მტკიცებულებები გამოყენებული
იქნება საერთაშორისო და უცხოურ სასამართლოებში, რათა დაისაჯონ ისინი,
ვინც ჩაიდინეს ეს სისასტიკე.
დმიტრო კულებამ ბუჩაში რუსი ოკუპანტების მიერ უკრაინის მშვიდობიანი
მოსახლეობის მკვლელობისა და წამების ამსახველი ფოტოები „ტვიტერის“
გვერდზე გაავრცელა.
უკრაინის პირველი დიპლომატი „დიდი შვიდეულისგან“ ახალი
გამანადგურებელი სანქციების დაწესებას მოითხოვს.
„ბუჩაში ადამიანების ხოცვა - ჟლეტა მიზანმიმართული იყო. რუსების
მიზანია, მოკლან იმდენი უკრაინელი, რამდენსაც შეძლებენ. 21-ე
საუკუნეში ამის წარმოდგენა შეუძლებელი იყო, მაგრამ ეს ჩვენს თვალწინ
ხდება. რუსეთი ISIS-ზე უარესია ჩვენ უნდა შევაჩეროთ ისინი და
გავყაროთ ქვეყნიდან. მოვითხოვ ახალ გამანადგურებელ სანქციებს „დიდი
შვიდეულისგან“ ახლა. მოვითხოვ: ნავთობზე, გაზსა და ნახშირზე ემბარგოს;
რუსული გემებისა და პროდუქტისთვის ყველა პორტის დაკეტვას: რუსეთის
ყველა ბანკის SWIFT-ის პროგრამიდან გათიშვას", - განაცხადა
კულებამ
ურაინაში 39-ე დღეა ომია.
ამ ხნის განმავლობაში ოკუპანტები არ ინდობენ მშვიდობიან
მოქალაქეებსაც. ანადგრურებენ და ბომბავენ ინფრასტრუქტურას,
ახორციელებენ მასიურ დაბომბვას უკრაინის ქალაქებისა და დაბების
საცხოვრებელ უბნებზე, საარტილერიო, სარაკეტო ტყვიის და ბალისტიკური
რაკეტების გამოყენებით.
მასალის გამოყენების პირობები