უკრაინა-რუსეთს შორის
მოლაპარაკებების მეოთხე რაუნდი ონლაინ ფორმატში დღეს
განახლდება.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის
მრჩევლის მიხაილო პოდოლიაკის თქმით, შეხვედრაზე გარკვეული დეტალები
დასაზუსტებელი იყო, ამიტომ მეორედ გამოცხადდა ტექნიკური
პაუზა.
უკრაინა-რუსეთს შორის
მოლაპარაკებების მეოთხე ეტაპი ზედიზედ მესამე დღეა მიმდინარეობს
თუმცა, უშედეგოდ.
რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის
შემდეგ, მხარეებს შორის მოლაპარაკებების ორი რაუნდი შედგა, თუმცა,
ორივე შეხვედრა, სადაც უკრაინის დელეგაცია ცეცხლის შეწყვეტის
მოთხოვნას აყენებდა, უშედეგოდ დასრულდა. შეთანხმება არ შედგა არც
უკრაინა-რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე, რომელიც 10
მარტს თურქეთის ქალაქ ანტალიაში, თურქული მხარის შუამავლობით
გაიმართა. მხარეები გარკვეულ შეთანხმებებს მხოლოდ ჰუმანიტარულ
დერეფნებზე აღწევდნენ, თუმცა, რუსეთის ჯარმა არაერთხელ გაუხსნა ცეცხლი
ევაკუაციის მიზნით შეკრებილ მოქალაქეებს. ჰუმანიტარული დერეფნების
დროს ათობით უკრაინელი დაიღუპა, მათ შორის ბავშვები.
უკრაინაში 21 დღეა ომია. რუსეთი
სუვერენულ უკრაინას თავს 24 თებერვალს დაესხა. ვლადიმერ პუტინის მიერ
ომის გამოცხადებას წინ უძღოდა რუსეთის მიერ უკრაინის ოლქების:
ლუგანსკისა და დონეცკის ე.წ. დამოუკიდებელ სახელმწიფოებად
აღიარება.
მასალის გამოყენების პირობები