საქართველოს პრეზიდენტი სალომე
ზურაბიშვილი პარლამენტში წლიური მოხსენებით წარსდგა.
სიტყვით გამოსვლისას, რა დროსაც მან ოპოზიცია და ხელისუფლება მწვავედ
გააკრიტიკა, ასევე შეეხო საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ
სააკაშვილის შეწყალების საკითხს და თქვა, რომ ამ თემაზე მან
გადაწყვეტილება ერთხელ უკვე მიიღო.
"მე არ და ვერ შევალ,
საიდანაც არ უნდა მოდიოდეს ეს, სააკაშვილის შეწყალების თემის ხელახლა
განხილვაში, რამეთუ პასუხი ერთხელ უკვე გაცემულია. უკრაინის ომით ამ
საკითხის გაცოცხლება მხოლოდ შიდა პოლარიზაციის გაღვივების
გამომწვევია", - განაცხადა ზურაბიშვილმა.
პრეზიდენტმა უკრაინის ომის ფონზე, საქართველოსთვის არსებულ
გამოწვევებსა და ახალ შესაძლებლობებზე ისაუბრა. მისი თქმით, ომს
მოაქვს ახალი შესაძლებლობები, რა დროსაც საჭიროა ქვეყნის ერთიანობა,
რასაც ის ვერ ხედავს ხელისუფლებსა და ოპოზიციაში.
მასალის გამოყენების პირობები