პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა განაცხადს უკრაინის
ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ.
ინფორმაციას უკრაინული მედია პარტია ,,ხალხის მსახურის“
პრეს-სამსახურის ინფორმაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.
პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა განაცხადა, რომ უკრაინას
ევროკავშირში წევრობისთვის განცხადება შეაქვს.
"უკრაინელებმა დიდი ხანია დაამტკიცეს, რომ ჩვენ ყველანი ვართ ევროპული
საზოგადოების განუყოფელი ნაწილი. დროა ეს ქაღალდზე გადმოვიტანოთ.
უკრაინა ევროკავშირში გაწევრიანებას სპეციალური პროცედურით მიმართავს.
ჩვენ მადლობლები ვართ ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერისა და სწრაფი
გადაწყვეტილებისთვის ,“ - ნათქვამია შეტყობინებაში.
პარტიის პრესსამსახურმა გამოაქვეყნა პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის
მიერ დოკუმენტზე ხელმოწერის ფოტო.
ხელმოწერას უზენაესი რადას სპიკერი რუსლან სტეფანჩუკი და პრემიერ
მინისტრი დენის შმიგალი ესწრებოდნენ.
უკრაინა მეხუთე დღეა იგერიებს რუსეთის თავდასხმებს.
რუსეთმა სრულმასშტაბიანი ომი უკრაინაში 24 თებერვალს დაიწყო. რუსული
ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი),
აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი).
მასალის გამოყენების პირობები