ზელენსკის მოსაკლავად კიევში კრემლის 400-ზე მეტი დაქირავებული
მებრძოლი მოქმედებს.
ამის შესახებ ინფორმაციას The Times ავრცელებს.
The Times-ის ინფორმაციით, მათ ევალებათ პრეზიდენტი ზელენსკის,
მინისტრთა კაბინეტის წევრების მოკვლა და მოსკოვის კონტროლის ქვეშ
ქალაქების გადაცემისთვის ნიადაგის მომზადება.
გამოცემის ინფორმაცია, ვაგნერის ჯგუფს, დაქირავებული მებრძოლებს,
მართავს პრეზიდენტ პუტინის ერთ-ერთი უახლოესი მოკავშირე და მან ხუთი
კვირის წინ გაგზავნა დაქირავებული ჯარისკაცები აფრიკიდან "ზელენსკის
თავის მოსაკვეთად" და მათ დიდ ფულად პრემიას დაჰპირდა.
გამოცემის ცნობით, ვაგნერის ჯგუფის შესახებ ინფორმაცია უკრაინის
მთავრობამ 26 თებერვალს შეიტყო. ამის შემდეგ კიევში 36-საათიანი
კომენდანტის საათი ამოქმედდა, რათა დედაქალაქი დივერსანტებისგან
გაეწმინდათ. კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომ გააფრთხილა მოქალაქეები რომ
ქუჩაში არ გამოსულიყვნენ.
უკრაინა მეხუთე დღეა ცდილობს იგერიებს რუსეთის თავდასხმებს.
რუსეთმა სრულმასშტაბიანი ომი უკრაინაში 24 თებერვალს დაიწყო. რუსული
ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი),
აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი). რუსეთს
უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო ყოველდღიურად უფრო და უფრო
მკაცრი სანქციებს უწესებენ ამერიკის შეერთებული შტატები, ევროკავშირი
და დიდი ბრიტანეთი.
მასალის გამოყენების პირობები