ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა სოლიდარობა
უკრაინას, ომის მხოლოდ მეოთხე დღეს გამოუცხდა.
შესაბამისი ტექსტი ქალაქის მერმა საკუთარ ფეისბუქზე რამდენიმე საათის
წინ გაავრცელა.
მერიას ამ დრომდე უკრაინის დროშით ფერებში არცერთი ობიექტი
გაუნათებია.
"დღეს ყველას ყურადღება უკრაინისკენაა მიპყრობილი.
ჩვენ ვდგავართ უკრაინის გვერდით!
დაუშვებელია დამოუკიდებელი სახელმწიფოს მიმართ სამხედრო აგრესიის
ასეთი გამოვლინება!
ქუთაისს განსაკუთრებული ურთიერთობა აკავშირებს უკრაინასთან. ჩვენ იქ
გვყავს დამეგობრებული ქალაქები, რომლებიც ახლა ბრძოლის ველზე
იმყოფებიან.
ხარკოვი, ჟიტომირი, დონეცკი, ლვოვი, დნიპრო, სუმი, ზაპოროჟიე - ამ
ქალაქებთან ათწლეულების მანძილზე ვმეგობრობთ.
ჩვენ ახლა მუდმივი კონტაქტი გვაქვს ჩვენს უკრაინელ მეგობრებთან და
კიდევ ერთხელ მინდა ვუთხრა მათ, რომ ამ ომში ისინი მარტო არ
არიან!
მჯერა, საერთაშორისო საზოგადოება ყველა ზომას მიიღებს, სათანადო
პასუხი გაეცეს რუსულ აგრესიას, რომელსაც ის გამუდმებით იჩენს
დამოუკიდებელი სახელმწიფოების მიმართ!
მშვიდობა გაიმარჯვებს საქართველოში, უკრაინაში, მსოფლიოში!", - წერს
ქუთაისის მერი.
რუსეთმა სრულმასშტაბიანი ომი უკრაინაში 24 თებერვალს დაიწყო. რუსული
ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი),
აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი).
რუსეთს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო ყოველდღიურად უფრო და
უფრო მკაცრი სანქციებს უწესებენ ამერიკის შეერთებული შტატები,
ევროკავშირი და დიდი ბრიტანეთი.
მასალის გამოყენების პირობები