პოლიტიკა
ყაზახეთმა რუსეთს უკრაინაში სამხედრო დანაყოფების გაგზავნაზე უარი უთხრა
FaceBook
ყაზახეთმა რუსეთს უკრაინაში სამხედრო დანაყოფების გაგზავნაზე უარი უთხრა.

ამის შესახებ ინფორმაციას NBC ავრცელებს.

ყოფილმა საბჭოთა რესპუბლიკამ განაცხადა, რომ არ ცნობს რუსეთის მიერ აღიარებულ სეპარატისტულ რესპუბლიკებს, რომლებსაც რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი აღიარებს და იყენებს აგრესიის საბაბად.

აშშ-მ გაავრცელა განცხადება, რომელშიც მიესალმება ყაზახეთის გადაწყვეტილებას, არ ჩაებას პუტინის მიერ დაწყებულ ომში.

"მივესალმებით ყაზახეთის განცხადებას, რომ ისინი არ აღიარებენ ე.წ დონეცკისა და ლუგანსკის რესპუბლიკებს. ასევე, მივესალმებით ყაზახეთის მიერ პუტინის ომში მონაწილეობის მისაღებად უკრაინაში სამხედრო დანაყოფების გაგზავნაზე უარის თქმას". – წერია აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს განცხადებაში.


უკრაინა მესამე დღეა ცდილობს მოიგერიოს რუსეთის თავდასხმები.

უკრაინამ საომარი მდგომარეობა და საყოველთაო მობილიზაცია გამოაცხადა და რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა. კიევში კომენდანტის საათია გამოცხადებული.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის კიევის დაბომბვით დაიწყო.

ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა.


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 2024 წლის საპარლამენტო
არჩევნების შედეგებს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებს.
10:05 / 19.11.2024
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებს.
არჩევნების ოფიციალური შედეგების გამოქვეყნებიდან ზუსტად მე-10 დღეს,
25 ნოემბერს, პარლამენტს, ნდობის გამოსაცხადებლად, მთავრობის ახალი
შემადგენლობა წარედგინება.
11:36 / 18.11.2024
არჩევნების ოფიციალური შედეგების გამოქვეყნებიდან ზუსტად მე-10 დღეს, 25 ნოემბერს, პარლამენტს, ნდობის გამოსაცხადებლად, მთავრობის ახალი შემადგენლობა წარედგინება.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.