რუსმა სამხედროებმა ჩერნობილის ატომური ელექტროსადგური დაიკავეს.
ინფორმაცია ამის შესახებ „Украинская правда“-ს ინფორმაციით
პრეზიდენტის ოფისის მრჩეველმა მიხაილ პოდოლიაკმა დაუდასტურა.
„სასტიკი ბრძოლის შემდეგ, ჩვენი კონტროლი ჩერნობილის ობიექტზე
დაიკარგა. უცნობია ყოფილი ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის
ობიექტების მდგომარეობა, სარკოფაგის და ბირთვული ნარჩენების
მდგომარეობა. ამ მიმართულებით რუსების აბსოლუტურად უაზრო თავდასხმის
შემდეგ შეუძლებელია იმის თქმა, რომ ჩერნობილის ატომური ელექტროსადგური
უსაფრთხოა“, — განაცხადა პოდლიაკმა.
რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს
გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის კიევის
დაბომბვით დაიწყო.
ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა,
ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად
გამოუცხადა.
რუსეთი უკრაინაში დონბასისა და ლუჰანსკის სეპარატისტული რეგიონების
დაცვის საბაბით შეიჭრა.
მასალის გამოყენების პირობები