25 თებერვალს, 12 : 00 საათზე პარლამენტის პლენარული სხდომა დაინიშნა.
სხდომა მოწვეულია პრეზიდენტის განკარგულებით, რომელსაც შესაბამისი
მოთხოვნით საპარლამენტო ოპოზიციამ მიმართა.
საპარლამენტო ოპოზიციის მიერ გაგზავილი მოთხოვნის გათვალისწინებით
რიგგარეშე სხდომა მოწვეულია შემდეგი დღის წესრიგით:
პრემიერ - მინისტრის მოსმენა უკრაინაში დაწყებული ომის, არსებული
გეოპოლიტიკური ვითარებისა და საქართველოს პოზიციონირების შესახებ;
საქართველოს პარლამენტის მიერ უკრაინაში მიმდინარე რუსეთის სამხედრო
აგრესიის დაგმობის, ქმედითი დახმარების აღმოჩენის, მათ შორის
ჰუმანიტარული, ასევე უკრაინის თავისუფლების, სუვერენიტეტისა და
ტერიტორიული მთლიანობის მხარდასაჭერად.
როგორც მმართველი გუნდი აცხადებს, პრემიერ მინისტრი პარლამენტის
რიგგარეშე სხდომაში მონაწილეობას არ მიიღებს, რადგან რეგლამენტი
პლენარულ სხდომაზე პრემიერის დაბარების განსხვავებულ წესს
ითვალისწინებს.
მასალის გამოყენების პირობები