პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილი შიმშილობას იწყებს
FaceBook
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უვადო შიმშილობას იწყებს. როგორც სააკაშვილმა 7 ნოემბრის საქმეზე მიმდინარე სასამართლო პროცესზე განაცხადა, მისი შიმშილობა იქნება რეაქცია მის მიმართ რეჟიმის მოპყრობაზე.

„ვაცხადებ დღეიდან უვადო შიმშილობას, შიმშილობა არის რეაქცია იმაზე, როგორც გვეპყრობა რეჟიმი მე და ჩვენს ხალხს. ნახოს ყველამ რას ნიშნავს სამშობლოს სიყვარული “, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მიხეილ სააკშვილმა პროტესტის ნიშნად, მისი  დაკავებიდან 50 დღის განმავლობაში  იშიმშილა.  ის  გარკვეული პერიოდი მედიკამენტებსაც არ იღებდა. თუმცა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო  და ექიმიების მოთხოვნით  მან  პროტესტის ამ ფორმაზე უარი თქვა. 

მიხეილ სააკაშვილი 1 ოქტომბერს დააკავეს. 

ყოფილ პრეზიდენტს  საზღვრის უკანონო კვეთას ედავებიან. ასევე, იგი  მსჯავრდებულია ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის საქმეებზე და სასჯელის ზომად განსაზღვრული აქვს თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით. გარდა ამისა, მას განაჩენი გამოტანილი აქვს "ტელეიმედის" დარბევის, 7 ნოემბრის მოვლენებისა და პატარკაციშვილების ქონების უკანონოდ დაუფლების საქმეზე. Pinco Casino'ya hoş geldiniz! Adrenalin dolu oyunlar, büyük ödüller ve sınırsız eğlence sizi bekliyor. Pinco casino Türkiye ayrıcalığı ile en güvenli ve keyifli casino deneyimi burada! Şansınızı deneyin, kazanmaya başlayın!

თავად, ბრალდებას არ აღიარებს და თავს პოლიტპატიმრად მიიჩნევს. 

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100
აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
13:22 / 21.11.2024
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100 აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი
გადაუკვალიფიცირდეს.
13:00 / 21.11.2024
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი გადაუკვალიფიცირდეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.