ქვეყნების სია, რომლებიც მოუწოდებენ თავიანთ მოქალაქეებს დატოვონ
უკრაინის ტერიტორია, მოერიდონ მოგზაურობას ან დაფიქრდნენ, სჭირდებათ
თუ არა ქვეყანაში დარჩენა.
ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია ავრცლეებს.
ქვეყნის დატოვებისკენ მოქალაქეებს მოუწოდებს:
აშშ
გაერთიანებული სამეფო
გერმანია
ავსტრალია
ირლანდია
იტალია
შვედეთი
იორდანია
ნიდერლანდები
ქუვეითი
ერაყი
საუდის არაბეთი - მოერიდეთ უკრაინაში გამგზავრებას და დაუკავშირდით
საელჩოს დაუყოვნებლივ გამგზავრების გასაადვილებლად.
არაბთან გაერთიანებული საამიროები - მოერიდეთ უკრაინაში
მოგზაურობას.
თურქეთი - მოერიდეთ უკრაინაში მოგზაურობას.
სლოვაკეთი - მოერიდეთ უკრაინაში მოგზაურობას.
პოლონეთი - მოერიდეთ უკრაინაში არამიზნობრივ მოგზაურობას.
საბერძნეთი - იყავით კავშირზე კიევის საელჩოსთან.
ლიეტუვა - შეაფასეთ არის თუ არა უკრაინაში დარჩენა საჭირო.
ჩინეთი - ,,იყავით ყურადღებით“.
რუსეთ-უკრაინას შორის ურთიერთობა უკიდურესად არის დაძაბული. უკრაინის
საზღვართან, ასიათაზე მეტი რუსი სამხედრო იმყოფება. ანალიტიკოსები
ფიქრობენ, რომ უახლოეს პერიოდში ეს რიცხვი კიდევ გაიზრდება. რუსეთი
ირწმუნება, რომ თავდასხმას არ გეგმავს და დასავლეთისგან მოითხოვს
შეცვალოს ნატოს გაფართოების გადაწყვეტილება. კონკრეტულად, კრემლის
სურვილია, 2008 წელს ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილების
შესაბამისად გაკეთებული ჩანაწერი, რომ საქართველო და უკრაინა
გახდებიან ნატოს წევრები, შეიცვალოს შემდეგნაირად: "საქართველო და
უკრაინა არასდროს გახდებიან" ნატოს წევრი ქვეყნები.
სამხედრო ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ თავდასხმა უკრაინაზე მალე
დაიწყება, რადგან რუსეთს არ აქვს ფინანსური რესურსი იმისთვის, რომ
ჯარები უკრაინის საზღვართან დიდი ხნის განმავლობაში შეინარჩუნოს.
მასალის გამოყენების პირობები