პოლიტიკა
“ჩვენ ვაშენებთ ხიდს“ - პროექტი ქუთაისელი სტუდენტებისთვის
FaceBook
ქუთაისელი სუტდენტებისთვის განკუთვნილი პროექტი “ჩვენ ვაშენებთ ხიდს“  სოციალურ–საგანმანათლებლო ხასიათს ატარებს და აკაკი წერეთლის სახელწიმწიფო უნივერსიტეტის 24 სტუდენტია ჩართული.

გერმანული აკადემიის კვლევებისა და აკაკი წერეთლის სახელწმიფო უნივერსიტეტის ერთობლივი პროექტის მიზანია იმ სოციალური ფენების საზოგადოებაში ინტეგრირება, რომლებსაც წარმოადგენს მოხუცები და ბავშვთა პანსიონატის აღსაზრდელები. რათა საზოგადოებამ მეტი გაიგოს მათ შესახებ და საზოგადოებას გაუგზავნონ „მესიჯი“, რომ ისინი ჩვენი საზოგადოების წევრები არიან.

სტუდენტებმა გაიარეს სპეციალური შესარჩევი კონკურსი, რათა გამხდარიყვნენ პროექტის მონაწილეები.

პროექტი სამ ეტაპად იყო დაყოფილი, პირველი ეტაპი იყო ტრენინგ–სემინარები, რომლებისთვისაც სპეციალურად ჩამოიყვანეს გერმანიიდან ტრენერები და მონაწილეებს ტრენინგი ჩაუტარდათ შემდეგ თემებზე: დროის მენეჯმენტი, ხარჯთაღრიცხვა და ღონისძიებების დაგეგმარება, მეორე ეტაპზე კი მათ შეასწავლეს თეატრალური უნარ–ჩვევები, კითხვის კულტურა და ცეკვები, მესამე ეტაპი კი უკვე თავად მონაწილეებს უნდა ეთანამშრომლათ ბავშვთა სოფლის აღსაზრდელებთან, რომელიც საღორიაზე მდებარეობს და მოხუცთა პანსიონათთა.

პროექტი დასრულდება 12 დეკემბერს, სადაც მონაწილეები თავიანთ შედეგს დადებენ  ღონისძიების სახით.

მსგავსი მასშტაბის პროექტი პირველად ჩატარდა საქართველოში.

„თავდაპირველად არ მეგონა პროექტი ასე წარმატებით თუ წარიმართებოდა და მეშინოდა კიდეც, მაგრამ ახლა, როდესაც პროექტი სრულდება ბედნიერი ვარ და მეამაყება ის ბავშვები, რომლებიც ჩვენ პროექტს წარადგენენ, ისინი მთელი სულით და გულით მუშაობდნენ და მგონი ხიდი ავაშენეთ კიდეც," -   განაცხადა პროექტის ხელმძღვანელმა მირანდა გობიანმა.


მირიან გოგებაშვილი
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 2024 წლის საპარლამენტო
არჩევნების შედეგებს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებს.
10:05 / 19.11.2024
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებს.
არჩევნების ოფიციალური შედეგების გამოქვეყნებიდან ზუსტად მე-10 დღეს,
25 ნოემბერს, პარლამენტს, ნდობის გამოსაცხადებლად, მთავრობის ახალი
შემადგენლობა წარედგინება.
11:36 / 18.11.2024
არჩევნების ოფიციალური შედეგების გამოქვეყნებიდან ზუსტად მე-10 დღეს, 25 ნოემბერს, პარლამენტს, ნდობის გამოსაცხადებლად, მთავრობის ახალი შემადგენლობა წარედგინება.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.