ქუთაისის მერის შოთა მურღულიას განმარტებით, ქუთაისი თვითმმართველ ქალაქებს შორის პირველია, რომელიც ბიუჯეტის გეგმის მიხედვით ასრულებს.
მურღულიას თქმით, მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერებში ნულოვანი კორუპცია არის დაფიქსირებული.
"ქუთაისში საკმაოდ კარგად ტარდება ტენდერები, რაზეცად
რამდენიმე დღის წინ ბრიფინგი მქონდა", - ასე გამოეხმაურა მურღულია "ქუთაისიპოსტთან" საუბარში, პრემიერ-მინისტრის განცხდებას, თუ რატომ აქვს რიგ სამინისტროებს ბიუჯეტის შესრულების კუთხით ჩამორჩენა.
პრემიერ-მინისტრმა ეკონომიკური ბლოკის მინისტრებს მოუწოდა, რომ წარმოადგინონ დეტალური ინფორმაცია იმ რაიონების შესახებ, რომლებიც ვერ ხარჯავენ თანხებს.
"მე მინდა საჯარო გავხადო ეს პროცესი და ასევე ჩვენი პოლიტიკური ძალის მეშვეობით დავაყენებ მათი პასუხისმგებლობის საკითხს - იმ გამგებლების, რომლებიც ხელს უშლიან, ან საკრებულოს თავმჯდომარეების, რომლებიც აფერხებენ ამ პროცესს ამა თუ იმ ბიუროკრატიული ბარიერების გამო", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
თეკლე მორგოშია
მასალის გამოყენების პირობები