ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე, დავით დვალი
ადგილობრივი საკანონმდებლო ორგანოს ხელმძღვანელის პოსტს
დაუბრუნდა.
დვალმა, ორთვიანი პაუზის შემდეგ, საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე თავი
მიმდინარე წლის 7 დეკემბერს,
გამოძიების
დასრულებამდე აღიდგინა. მისი განმარტებით, საქმესთან
დაკავშირებით მტკიცებულებების მოპოვება დასრულებულია.
საკრებულოს
თავმჯდომარის პოსტზე აღდგენას კი დავით დვალი მომავლი
წლის ქალაქის ბიუჯეტის პროექტს უკავშირებს.
პოსტი დვალმა მიმდინარე წლის 5 ოქტომბერს დატოვა. მის მიერ მიღებული
გადაწყვეტილება არასამთავრობო ორგანიზაციის "საზოგადოებრივი
ინტერესების დაცვის ცენტრის" ხელმძღვანელთან, სულხან ქობულეძესთან
მომხდარ ინცინდენტს უკავშირდება.
"გამოძიების ინტერესებიდან და ჩემი მაღალი სტატუსიდან გამომდინარე,
რომ არ დარჩეს ვინმეს განცადა იმისა, რომ ჩემი სტატუსი ბოროტად
გამოვიყენო და ვცადო გამოძიების ინტერესებში ჩარევა, მივიღე
გადაწყვეტილება და დროებით ვიჩერებ უფლებამოსილებას, სანამ გამოძიება
არ დასრულდება," – განაცხადა დავით დვალმა.
ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარემ სამსახურეობრივი ურთიერთობა
პირველად მიმდინარე წლის 5 ოქტომბერს, ერთი თვით შეიჩერა.
მასალის გამოყენების პირობები