ქვეყანაში ამ დროისთვის ამომრჩეველთა აქტივობამ 7.41% შეადგინა, რაც
259 273 ამომრჩეველია.
ცესკოს სპიკერის ნათია იოსელიანის თქმით, ყველაზე მაღალი აქტივობა -
11.2% რაჭა-ლეჩხუმში, ხოლო ყველაზე დაბალი - 6.1% ქვემო ქართლში
დაფიქსირდა.
"ამ დროისთვის საარჩევნო უბნებზე ხმის მიცემის პროცესი მშვიდ
ვითარებაში მიმდინარეობს. ამომრჩევლებს აქვთ შესაძლებლობა,
თავისუფლად, ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე განახორციელონ
კონსტიტუციური უფლება და გამოხატონ საკუთარი ნება'',- განაცხადა ნათია
იოსელიანმა.
დღეს, საქართველოში მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნები
მიმდინარეობს.
ამომრჩევლები 64 მერს და ასევე, 64 საკრებულოს 2 068 წევრს (როგორც
პროპორციული, ისე მაჟორიტარული წესით) ირჩევენ.
მერის არჩევნებში ის კანდიდატი გაიმარჯვებს, რომელიც არჩევნებში
ამომრჩეველთა ხმების 50%-ზე მეტს მიიღებს. ამასთან, საარჩევნო
რეფორმის შედეგად, 40%-იანი ბარიერი მოქმედებს საკრებულოების
მაჟორიტარი წევრების ასარჩევად.
2 ოქტომბრის ადგილობრივ არჩევნებში ამომრჩეველი მერებსა და
საკრებულოებს 4-წლიანი უფლებამოსილების ვადით აირჩევს.
ქუთაისში სულ რეგისტრირებულია 153 861 ამომრჩეველი.
გახსნილია 124 უბანი. აქედან ორი სპეც უბანი, ერთი №2 პენიტენციური
დაწესებულებაში, ხოლო მეორე ე.წ. კოვიდ უბანი ქუთაისის 31 საჯარო
სკოლაში - სადაც ხმის მიცემა მოხდება მხოლოდ გადასატანი ყუთის
მეშვეობით.
ქუთაისის მერობისთვის ხუთი კანდიდატი იბრძვის, ესენია:
,,ქართული ოცნება'' - იოსებ ხახალეიშვილი
,,ნაციონალური მოძრაობა'' - ხატია დეკანოიძე
,,გიორგი გახარია -საქართველოსთვის'' - გიორგი გოგუაძე
,,თავისუფალი საქართველო'' - ირინა საღინაძე.
,,სტრატეგია აღმაშენებელი" - ანდრო ლოსაბერიძე
მასალის გამოყენების პირობები