პარლამენტის თავმჯდომარემ აგიტაციის წესი დაარღვია.
ცესკოს სპიკერის ნათია იოსელიანის თქმით, პარლამენტის თავმჯდომარე
უბანზე ხმის მისაცემად სიმბოლიკიანი პირბადით მივიდა.
"როგორც მოგეხსენებათ, ის მიბრძანდა საარჩევნო სიმბოლიკის პირბადით
საარჩევნო უბანზე. აღნიშნულთან დაკავშირებით საოლქო საარჩევნო
კომისიის თავმჯდომარე კანონის შესაბამისად იმოქმედებს. ცალსახად, აქ
დარღვეულია უბანზე აგიტაციის წესი", - განაცხადა ნათია
იოსელიანმა.
დღეს, საქართველოში მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნები
მიმდინარეობს.
ამომრჩევლები 64 მერს და ასევე, 64 საკრებულოს 2 068 წევრს (როგორც
პროპორციული, ისე მაჟორიტარული წესით) ირჩევენ.
მერის არჩევნებში ის კანდიდატი გაიმარჯვებს, რომელიც არჩევნებში
ამომრჩეველთა ხმების 50%-ზე მეტს მიიღებს. ამასთან, საარჩევნო
რეფორმის შედეგად, 40%-იანი ბარიერი მოქმედებს საკრებულოების
მაჟორიტარი წევრების ასარჩევად.
2 ოქტომბრის ადგილობრივ არჩევნებში ამომრჩეველი მერებსა და
საკრებულოებს 4-წლიანი უფლებამოსილების ვადით აირჩევს.
ქუთაისში სულ რეგისტრირებულია 153 861 ამომრჩეველი.
გახსნილია 124 უბანი. აქედან ორი სპეც უბანი, ერთი №2 პენიტენციური
დაწესებულებაში, ხოლო მეორე ე.წ. კოვიდ უბანი ქუთაისის 31 საჯარო
სკოლაში - სადაც ხმის მიცემა მოხდება მხოლოდ გადასატანი ყუთის
მეშვეობით.
ქუთაისის მერობისთვის ხუთი კანდიდატი იბრძვის, ესენია:
,,ქართული ოცნება'' - იოსებ ხახალეიშვილი
,,ნაციონალური მოძრაობა'' - ხატია დეკანოიძე
,,გიორგი გახარია -საქართველოსთვის'' - გიორგი გოგუაძე
,,თავისუფალი საქართველო'' - ირინა საღინაძე
,სტრატეგია აღმაშენებელი" - ანდრო ლოსაბერიძე
მასალის გამოყენების პირობები