"დღეს არის ჩემი ოცნების ასრულება" - მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ ბათუმშია (ვიდეო)
10:36 / 01.10.2021
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი
მიხეილ სააკაშვილი ვიდეომიმართვას ავრცელებს, სადაც ამბობს, რომ
იმყოფება ბათუმში და მხარდამჭერებს მალე შეხვდება
თბილისში.
მისი თქმით, იგი ვიდეომიმართვის ჩაწერის მომენტში ბათუმის ტექნოლოგიურ
უნივერსიტეტთან იმყოფება. მიხეილ სააკაშვილმა მხარდამჭერებს
არჩევნებზე მისვლისკენ მოუწოდა, 3 ოქტომბერს კი მისი თქმით, 100 000
ადამიანი თავისუფლების მოედანზე უნდა შეიკრიბოს.
"ეს არის ჩემი ბათუმი, ორში
უნდა მივიდეთ ყველა არჩევნებზე და მივცეთ ხმა "ნაციონალურ მოძრაობას",
თუ არ მოგწონთ "ნაციონალური მოძრაობა". მიეცით ხმა შედარებით პატიოსან
პარტიას. აქ უნდა ყოფილიყო ჩემი ბათუმის ამერიკული ტექნოლოგიური
უნივერსიტეტი, რომელიც გაანადგურეს. ისე მენატრებოდა აქაურობა, დღეს
არის ჩემი ოცნების ასრულება. ორში უნდა მივიდეთ ყველა არჩევნებზე და
სამში შევიკრიბოთ რუსთაველზე, გავავსოთ თავისუფლების მოედანი და თუ
ჩვენ ვიქნებით 100 00 ადამიანი, ჩვენ ვერავინ ვეღარ დაგვამარცხებს.
აბა თქვენ იცით, თქვენს იმედზე ვარ. ხომ ხედავთ ყველაფერი გავრისკე,
ჩემი სიცოცხლეც, თავისუფლებაც, რათა ჩამოვსულიყავი აქ. თქვენგან
მხოლოდ ერთი რამ მინდა, მიდით არჩევნებზე. აბა თქვენ იცით, მომავალ
შეხვედრამდე, სულ მალე თბილისში", - ამბობს სააკაშვილი
ვიდეომიმართვაში.
მანამდე მიხეილ სააკაშვილმა
ფეისბუქის გვერდზე დაწერა, რომ 8 წლის შემდეგ საქართველოში იმყოფება.
ორი დღის წინ კი ყოფილმა პრეზიდენტმა კიევი-თბილისის ბილეთი
გამოაქვეყნა, სადაც მითითებული იყო მგზავრობის თარიღი 2
ოქტომბერი.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
მასალის გამოყენების პირობები