"ნაციონალური მოძრაობის" და "თავისუფალი ზონის" წარმომადგენლები
მთავარი პროკურორის პოსტზე წარდგენილი კანდიდატის, ირაკლი შოთაძის
წინააღმდეგ გამოდიან.
შოთაძის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია დღეს პარალმენტის წინ
"ნაციონალებმა" და "თავისუფალი ზონის" წარმომადგენლებმა
გამართეს.
"პროკურატურა რაფალიანცის მკვლელების მფარველები", "ეროსი
კინწმარიშვილმა თავი "მოიკლა", "ბიძინას ტაკიმასხარა" - ამ სლოგანებით
აქციის მონაწილეები მთავარი პროკურორის პოსტზე შოთაძის წარგენის
გაპროტესტებასთან ერთად, გახმაურებული საქმეების გამოძიებასა და
"თავისუფალი ზონის" წევრების გათავისუფლებას ითხოვდნენ.
"ჩვენ ვაპროტესტებთ შოთაძის კანდიდატურას, რომლებსაც უკავშირდება
ძალიან ბევრი გახმაურებული საქმეები. ასევე, ქვეყანაში გაჩნდნენ
სინდიდის პატიმრები", - განაცხადა აქციაზე "ნაციონალური მოძრაობის"
ქუთაისის ორგანიზაციის წევრმა, კოტე რატიანმა.
ირაკლი შოთაძე მთავარი პროკურორის პოსტზე იუსტიციის მინისტრმა, თეა
წულუკიანმა წარადგინა.
დღეს პარლამენტის იურიდიული კომიტეტის სხდომაზე აღნიშნულ საკითხზე
იმსჯელებენ, რის შემდეგაც პარლამენტი მთავარ
პროკურორს დაამტკიცებს.
მასალის გამოყენების პირობები